MENU
მთავარი » 2014 » ივლისი » 27 » ჟელეს კაცუნები
11:20 PM
ჟელეს კაცუნები

რეცეპტის ინგრედიენტები:
400-500 გრამი სიმინდის ფქვილი
15 გრამი ჟელატინის ფხვნილი
35 მილილიტრი წყალი
30 გრამი სასურველი ხილის სიროფი
20 გრამი შაქარი
10 გრამი თაფლი
3 გრამი ლიმონმჟავა


მომზადების წესი:
1. სინზე მოაფრქვიეთ ფქვილი. ჟელატინი გახსენით 25 მილილიტრ წყალში და დაელოდეთ მის შესქელებას დაახლოებით 15 წუთით. შემდეგ წყლის აბაზანის საშუალებით გააცხელეთ მაქსიმუმ 75 გრადუსამდე.


2. ლიმონმჟავა და შაქარი დარჩენილ 10 მილილიტრ წყალში გახსენით. ჟელატინს დაუმატეთ ჯერ თაფლი და შემდეგ წყალში გახსნილი შაქარი და ლიმონმჟავა. მოურიეთ კარგად. მიღებულ ნარევს შეურიეთ ხილის სიროფი და გააჩერეთ მანამ, სანამ ის წმინდა არ გახდება.


3. ფქვილში გააკეთეთ ჩაღრმავებები და ძაბრის გამოყენებით ფრთხილად ამოავსეთ ისინი მიღებული მასით. დაელოდეთ მინიმუმ 3 საათით და მიირთვით გემრიელად.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 606 | დაამატა: noza | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
დაამატე კომენტარი
სახელი *:
Email:
ხელმოწერა:1
კოდი *: