MENU
მთავარი » 2014 » ივლისი » 10 » გერმანული კარტოფილის ბლინები
4:03 PM
გერმანული კარტოფილის ბლინები

რეცეპტის ინგრედიენტები:
2 ცალი კვერცხი
2 სუფრის კოვზი ფქვილი
1/4 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი/გამაფხვიერებელი
1/2 ჩაის კოვზი მარილი
1/4 ჩაის კოვზი წიწაკა
6 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი
1/2 ჭიქა თხლად დაჭრილი ხახვი
1/4 ჭიქა მცენარეული ცხიმი


მომზადების წესი:
1. დიდი ზომის თასში ჩატეხეთ ორი კვერცხი; ჩაუმატეთ ფქვილი, საცხობი ფხვნილი, მარილი, წიწაკა და გათქვიფეთ.

2. თხლად დაჭერით ერთი თავი ხახვი. გათალეთ კარტოფილი, გარეცხეთ და გახეხეთ ვიწრო ზოლებად. გადაიტანეთ გახეხილი კარტოფილი სუფთა მაგიდის ტილოზე, შეუკარით პირი და გაწურეთ, რომ დაიწრიტოს წყლისგან. შემდეგ კარტოფილი ხახვთან ერთად ჩაუმატეთ კვერცხის მასას თასში და კარგად შეურიეთ.

3. დადგით დიდი ზომის ტაფა საშუალო ცეცხლზე და გააცხელეთ მცენარეული ზეთი. ზეთი რომ გაცხელდება, კოვზ-კოვზ(სუფრის) მოათავსეთ ბლინები ტაფაზე და ოდნავ გააბრტყელეთ კოვზის მსუბუქი დაწოლით. გადააბრუნეთ დაახლოებით 3 წუთში და როცა უკვე ორივე მხარე შეიწვება, გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ დაიწრიტოს ცხიმისგან. განაგრძეთ ცხობა, სანამ კარტოფილის მასა არ ამოგეწურებათ და სურვილისამებრ მიირთვით მომზადებული გერმანული კარტოფილის ბლინები არაჟანთან ერთად.

P.S.
მოუხდება ქართული ტყემალიც :)

კვებითი ღირებულება:
კალორიები: 283კ.კალ.
ქოლესტერინი: 70მგ.
ნახშირწყლები: 40.7გ.
ცხიმები: 11გ.
პროტეინი/ცილა: 6.8გ.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 559 | დაამატა: noza | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
დაამატე კომენტარი
სახელი *:
Email:
ხელმოწერა:1
კოდი *: