MENU
მთავარი » 2014 » ივლისი » 12 » მაკარონის სალათა
7:05 AM
მაკარონის სალათა

რეცეპტის ინგრედიენტები:
450 გრამი მაკარონი
4 ცალი სტაფილო, გახეხილი
1 დიდი თავი წითელი ხახვი
1/2 მწვანე ბულგარული წიწაკა
1/2 წითელი ბულგარული წიწაკა
1 ჭიქა დაქუცმაცებული ნიახური
2 ჭიქა მაიონეზი
1 კონსერვის ქილა ტკბილი შედედებული რძე(“სგუშონი”)
1/2 ჭიქა შაქარი
1/2 ჭიქა თეთრი ძმარი
მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:
1. დიდი ზომის ქვაბში ჩაასხით ოდნავ მარილიანი წყალი და აადუღეთ. ჩაყარეთ მაკარონი და ხარშეთ მაკარონის დარბილებამდე, დაახლოებით 8 წუთის განმავლობაში(ან იმ დროით რა დროც მაკარონის შეფუთვაზეა მითითებული). გადაწურეთ მომზადებული მაკარონი და გადაავლეთ ცივი წყალი.

2. სანამ მაკარონი იხარშება, გახეხეთ სტაფილო; თხლად დაჭერით ხახვი; მოაცალეთ ბულგარულ წიწაკებს თესლი და დაჭერით. დაჭერით იმდენი ნიახური, რომ 1 ჭიქა გამოგივიდეთ. მოათავსეთ ეს ყველაფერი დიდი ზომის თასში და ხის კოვზის გამოყენებით მსუბუქად შეურიეთ.

3. ჩაუმატეთ მაიონეზი, შედედებული რძე, შაქარი, ძმარი და შეურიეთ. გემოვნებისამებრ მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

4. ჩაუმატეთ მოხარშული მაკარონი და ნაზად შეურიეთ. არომატების საუკეთესო სინთეზისთვის, შეფუთეთ თასი კულინარიული ცელოფნით, შედგით სალათა მაცივარში და იქ მთელი ღამით დატოვეთ. მაგიდასთან მიტანამდე ისევ შეურიეთ და გემრიელად მიირთვით!

კვებითი ღირებულება:
კალორიები: 424კ.კალ.
ქოლესტერინი: 19მგ.
ნახშირწყლები: 45გ.
ცხიმები: 24.7გ.
პროტეინი/ცილა: 6.6გ.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 645 | დაამატა: noza | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
დაამატე კომენტარი
სახელი *:
Email:
ხელმოწერა:1
კოდი *: