MENU
მთავარი » 2014 » ივლისი » 4 » მარტივი ნამცხვარი
1:58 AM
მარტივი ნამცხვარი

რეცეპტის ინგრედიენტები:
1 ჭიქა შაქარი
1/2 ჭიქა(115გრამი) კარაქი
2 ცალი კვერცხი
2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
1 მთელი 1/2 ჭიქა ფქვილი
1 მთელი 3/4 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი/გამაფხვიერებელი
1/2 ჭიქა რძე
ცოტაოდენი ცხიმი და ფქვილი ფორმისთვის

~ მომზადების წესი ~
1. გააცხელეთ ღუმელი 175C გრადუსამდე(350F). მოაცხეთ ცოტაოდენი კარაქი და ფქვილი 22×22სმ. ზომის საცხობ ფორმას ან ჩააფინეთ ქაღალდები მაფინების საცხობ ფორმებში.

2. საშუალო ზომის თასში გათქვიფეთ შაქარი და კარაქი. შემდეგ სათითაოდ ჩაუმატეთ 2 კვერცხი და კარგად გათქვიფეთ. მოასხით ვანილის ექსტრაქტი და კვლავ გათქვიფეთ. ერთად გაცერით ფქვილი და საცხობი ფხვნილი, შემდეგ ჩაუმატეთ კვერცხის მასას და კარგად გათქვიფეთ. ბოლოს, ჩაასხით რძე და ბოლოჯერ აამუშავეთ მიქსერი.

3. მიღებული ცომი გადაიტანეთ ფორმაში და შედგით ღუმელში გამოსაცხობად. აცხვეთ 30-40 წუთის განმავლობაში. თუ ქაფქეიქებს აკეთებთ, მაშინ 20-25 წუთი.

გააფორმეთ თქვენი ნამცხვარი ბანანის კრემით! მომზადების წესის სანახავად გადადით ლინკზე: როგორ მოვამზადოთ ბანანის კრემი?

ნუტრიცია:
კალორიები: 209კ.კალ.
ქოლესტერინი: 56მგ.
ცხიმები: 8.9გ.
პროტეინი/ცილა: 3.1გ

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 566 | დაამატა: noza | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
დაამატე კომენტარი
სახელი *:
Email:
ხელმოწერა:1
კოდი *: