MENU
მთავარი » 2014 » ივლისი » 4 » ნამცხვარი ყავასთან
1:56 AM
ნამცხვარი ყავასთან

რეცეპტის ინგრედიენტები:

2 ჭიქა ფქვილი
3/4 ჭიქა შაქარი
2 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი/გამაფხვიერებელი
1/2 ჩაის კოვზი მარილი
115 გრამი კარაქი
1 ცალი კვერცხი
3/4 ჭიქა რძე, ან მეტი საჭიროებისამებრ
1 მთელი 1/2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი


გასაფორმებლად:

1/4 ჭიქა ფქვილი
2/3 ჭიქა შაქარი
1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
55 გრამი კარაქი
~ მომზადების წესი ~

1. გააცხელეთ ღუმელი 175C გრადუსზე. მოაცხეთ ცხიმი და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი 12×33სმ ზომის საცხობ ფორმას.

2. მოამზადეთ ტკბილი მასა გასაფორმებლად: საშუალო ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ 1/4 ჭიქა ფქვილი, 2/3 ჭიქა შაქარი და 1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი. ჩაჭყლიტეთ 55 გრამი კარაქი დანამცეცებული მასის მისაღებად.

3. დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ 2 ჭიქა ფქვილი, 3/4 ჭიქა შაქარი, 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი და 1/2 ჩაის კოვზი მარილი. ჩაჭყლიტეთ 115 გრამი კარაქი დანამცეცებული მასის მიღებამდე.

4. ჩატეხეთ კვერცხი ჭიქაში და შეავსეთ რძით. ჩაუმატეთ ვანილის ექსტრაქტიც. შემდეგ მოასხით ცომის დანამცეცებულ მასას და ურიეთ, სანამ არ გაიჟღინთება. თანაბრად გადაანაწილეთ საცხობ ლანგარზე და მოაყარეთ დანამცეცებული მასა გასაფორმებლად.

5. აცხვეთ 25-30 წუთის განმავლობაში, გააცივეთ და გემრიელად მიირთვით!

 

კვებითი ღირებულება:

კალორიები: 235კ.კალ.
ქოლესტერინი: 39მგ.
ნახშირწყლები: 34.1გ.
ცხიმები: 10გ.
პროტეინი/ცილა: 2.9გ.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 563 | დაამატა: noza | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
დაამატე კომენტარი
სახელი *:
Email:
ხელმოწერა:1
კოდი *: