MENU
მთავარი » 2014 » ივლისი » 15 » საზაფხულო ხილის სალათა
5:20 AM
საზაფხულო ხილის სალათა

რეცეპტის ინგრედიენტები:
2/3 ჭიქა (160მლ) ფორთოხლის წვენი
1/3 ჭიქა (80მლ) ლიმონის წვენი
1/3 ჭიქა (75გ) ყავისფერი შაქარი
1/2 ჩაის კოვზი (1გ) ფორთოხლის გახეხილი კანი
1/2 ჩაის კოვზი (1გ) ლიმონის გახეხილი კანი
1 ჩაის კოვზი (5მლ) ვანილის ექსტრაქტი
2 ჭიქა (330გ) კუბიკებად დაჭრილი ანანასი(სურვილისამებრ)*
2 ჭიქა (330გ) უყუნწო და დაჭრილი მარწყვი*
3 ცალი გათლილი და დაჭრილი კივი
3 ცალი დაჭრილი ბანანი
2 ცალი გათლილი და დანაწევრებული ფორთოხალი
1 ჭიქა (160გ) ყურძნის მარცვლები*
2 ჭიქა (290გ) მოცვი


მომზადების წესი:
1. დადგით ქვაბი საშუალოზე მაღალ ცეცხლზე. ჩაასხით ფორთოხლის წვენი, ლიმონის წვენი; ჩაყარეთ შაქარი და ციტრუსების ცედრა. მიიყვანეთ დუღილამდე, დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ, სანამ არ შესქელდება, დაახლოებით 5 წუთით. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, შეურიეთ ვანილის ექსტრაქტი და დადგით გრილ ადგილას გასაცივებლად.

2. ამასობაში დაჭერით ყველა ხილი და ფენებად ჩაალაგეთ დიდი ზომის მინის თასში შემდეგი თანმიმდევრობით: ანანასი*, მარწყვი, კივი, ბანანი, ფორთოხალი, ყურძენი*, მოცვი. მოასხით სალათას მომზადებული ხილის სოუსი და შედგით მაცივარში 3-4 საათით. გემრიელად მიირთვით!

 

კვებითი ღირებულება:
კალორიები: 155კ.კალ.
ქოლესტერინი: 0მგ.
ნახშირწყლები: 39გ.
ცხიმები: 0.6გ.
პროტეინი/ცილა: 1.8გ.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 625 | დაამატა: noza | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
დაამატე კომენტარი
სახელი *:
Email:
ხელმოწერა:1
კოდი *: