MENU
მთავარი » 2014 » ივლისი » 18 » შემწვარი ბანანი ნაყინით
1:43 AM
შემწვარი ბანანი ნაყინით

რეცეპტის ინგრედიენტები:
55 გრამი კარაქი
2/3 ჭიქა (145გ) ყავისფერი შაქარი
3 1/2 სუფრის კოვზი (50მლ) რომი
1 1/2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
1/2 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
3 ცალი ბანანი
1/4 ჭიქა (30გ) დაქუცმაცებული ნიგოზი
265 გრამი ვანილის ნაყინი


მომზადების წესი:
1. გაფცქვენით ბანანები, გაჭერით სიგრძეზე და შემდეგ სიგანეზე, შუაში.


2. დიდი ზომის ტაფა დადგით საშუალო ცეცხლზე და გაადნეთ კარაქი. შემდეგ მოათავსეთ მასში ყავისფერი შაქარი, მოასხით რომი და ვანილის ექსტრაქტი. ჩაუმატეთ დარიჩინიც და მოურიეთ. დაელოდეთ, სანამ ეს მასა ბუშტებს არ გაიკეთებს.


3. მოათავსეთ ბანანები ტაფაში და მოაყარეთ ნიგოზი. აცხვეთ თითოეული მხრიდან 1-2 წუთის განმავლობაში. ამასობაში გადაანაწილეთ ნაყინი ოთხ ცალ ფიალაში. შემდეგ თითოეულში ჩაამატეთ სამ-სამი მომზადებული ბანანი და მოასხით ტაფაში დარჩენილი სოუსი. გემრიელად მიირთვით მალევე, სანამ ნაყინი გადნება.


კვებითი ღირებულება:
კალორიები: 534კ.კალ.
ქოლესტერინი: 60მგ.
ნახშირწყლები: 73.2გ.
ცხიმები: 23.8გ.
პროტეინი/ცილა: 4.6გ.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 588 | დაამატა: შინდარელი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
დაამატე კომენტარი
სახელი *:
Email:
ხელმოწერა:1
კოდი *: