MENU
მთავარი » 2014 » ივლისი » 8 » შოკოლადის ჭიქის ნამცხვრები
9:35 PM
შოკოლადის ჭიქის ნამცხვრები

რეცეპტის ინგრედიენტები:
1 ცალი კვერცხი
1/4 ჭიქა შაქარი
1 მწიკვი მარილი
2 სუფრის კოვზი დაუმტკბარი კაკაოს ფხვნილი
30 გრამი კარაქი, დამდნარი
1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
1/8 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
1 სუფრის კოვზი ქოქოსის ფანტელები*
1 1/2 სუფრის კოვზი მინიატურული შოკოლადის ნატეხები*
2 სუფრის კოვზი თხლად დაჭრილი მოხალული ნუში
3 სუფრის კოვზი რძე
1/4 ჭიქა ფქვილი
1/4 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
1/4 ჩაის კოვზი შაქრის პუდრა
1/4 ჩაის კოვზი დაუმტკბარი კაკაოს ფხვნილი

მომზადების წესი:
1. ჩატეხეთ ჯამში კვერცხი. ჩაუმატეთ შაქარი, მწიკვი მარილი, კაკაოს ფხვნილი, დამდნარი კარაქი, მცენარეული ზეთი და ვანილის ექსტრაქტი. გათქვიფეთ მსუბუქად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ ჩაუმატეთ თხლად დაჭრილი მოხალული ნუში და რძე. სურვილისამებრ* ჩაუმატეთ ქოქოსის ფანტელები და გახეხილი შოკოლადი, ან სხვა მსგავსი ინგრედიენტ(ებ)ი. შეურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2. შეურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი ერთმანეთს. შემდეგ ჩაუმატეთ შოკოლადის მასას და შეურიეთ მსუბუქად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე(ურიეთ მანამ, სანამ მშრალი ფქვილი ხილვადია, ნუ გადაამეტებთ).

3. გადაანაწილეთ თხევადი ცომი ორ ცალ ყავის ჭიქაში და მაგიდაზე მსუბუქად დააბრახუნეთ, რათა ჰაერის ბუშტუკები მოშორდეს. შედგით მიკროტალღოვან ღუმელში 45 წამით, მაქსიმალურ სიმძლავრეზე. ბოლო 10-15 წამის განმავლობაში ნამცხვრები მასაში მოიმატებს.

4. გააცივეთ 2-3 წუთის განმავლობაში, მოაყარეთ 1/4 ჩაის კოვზი შაქრის პუდრა, 1/4 ჩაის კოვზი დაუმტკბარი კაკაოს ფხვნილი და გემრიელად მიირთვით!

ნუტრიცია:
კალორიები: 472კ.კალ.
ქოლესტერინი: 138მგ.
ნახშირწყლები: 48.7გ.
ცხიმები: 29.5გ.
პროტეინი/ცილა: 8.5გ.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 555 | დაამატა: noza | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
დაამატე კომენტარი
სახელი *:
Email:
ხელმოწერა:1
კოდი *: