მთავარი »
2014 » ივლისი » 4 » სპაგეტი პამიდვრის სოუსით
7:25 PM სპაგეტი პამიდვრის სოუსით |
რეცეპტის ინგრედიენტები:
1 შეკვრა სპაგეტი
6 ცალი მცირე ზომის პამიდორი
4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
1 კბილი ნიორი
მარილი
მომზადების წესი:
პირველი ეტაპი:
საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ ტაფა 2 სუფრის კოვზი ზეთით. მასში მოათავსეთ კანგაცლილი ნივრის კბილი და უკანვე ამოიღეთ ტაფიდან, როგორც კი შეყავისფერდება.
შემდეგ ტაფაში მოათავსეთ თესლგაცლილი, დაჭრილი პამიდვრები კანის გარეშე. შუშეთ 10 წუთით. მოაყარეთ მარილი და გადმოდგით ცეცხლიდან.
მეორე ეტაპი:
მარილიან წყალში მოხარშეთ სპაგეტი. როგორც უმეტესად შეფუთვაზე მითითებულია ამას 8 წუთი დაჭირდება, ხოლო მარილი წყალში 7-10 გრამი უნდა იყოს ყოველ ერთ ლიტრზე. იმისათვის, რომ დრო დაზოგოთ მაკარონი შეგიძლიათ ხარშოთ პირველი ეტაპის პარალელურად.
მესამე ეტაპი:
სპაგეტს მოასხით მომზადებული პამიდვრის სოუსი. ზევიდანვე მოასხურეთ ცოტაოდენი ზეთი და გემრიელად მიირთვით!
|
კატეგორია: კულინარია |
ნანახია: 590 |
დაამატა: noza
| რეიტინგი: 5.0/1 |