MENU
მთავარი » 2014 » ივლისი » 29 » უგემრიელესი ტარტალეტკები
4:34 AM
უგემრიელესი ტარტალეტკები

რეცეპტის ინგრედიენტები:
200 გრ. მარგარინი
1 ც. ვანილი
4 ც. კვერცხი
1,5 ჭ. შაქარი
ფქვილი
ჯემი


მომზადების წესი:
1. ცომისთვის: 200 გრამი მარგარინი სულ ოდნავ გავალღოთ ცეცხლზე, შემდეგ კი კოვზით ავზილოთ. დავამატოთ ნახევარი ჭიქა შაქარი, 4 კვერცხის გული სათითაოდ, ვანილი და იმდენი ფქვილი, რომ ნაზი ცომი გამოვიდეს. შემდეგ სპეციალურ ფორმებში ჩავდოთ პატარა გუნდები და ხელით გავაბრტყელოთ.


2. ბეზესათვის: 4 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ მიქსერით და დავამატოთ მწიკვი მარილი. ბეზე რომ ამოვა, ნელ-ნელა ჩავაყაროთ 1 ჭიქა შაქარი, ცოტა ვანილი და შეუჩერებლად ვთქვიფოთ 1 საათის განმავლობაში, რომ ბეზე კარგად ამოვიდეს. როდესაც ცომი გამოცხვება, გადმოვიღოთ ფორმებიდან და ზემოდან წავუსვათ შინდის ჟემი. ანდაც შეგვიძლია დავადოთ მაყვლის მურაბა, შემდეგ კი ტორტის მოსართავში ჩავასხათ ბეზე და მოვრთოთ ლამაზად. ბეზეზე ზემოდან შეგვიძლია მოვაწუწოთ შოკოლადის მინანქარი. გემრიელად მიირთვით!

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 562 | დაამატა: noza | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
დაამატე კომენტარი
სახელი *:
Email:
ხელმოწერა:1
კოდი *: