MENU
მთავარი » 2014 » ივლისი » 31 » ვაშლის ფაფა
5:56 AM
ვაშლის ფაფა

გამოდის 4 ულუფა:
დრო კერძის მოსამზადებლად: 30 წუთი.


ინგრედიენტები:
4 ცალი ვაშლი
3/4 ჭიქა წყალი
1/4 ჭიქა შაქარი
1/2 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი


პირველი ეტაპი:
გათალეთ ვაშლები, ამოაჭერით გულები და დაჭერით ნაჭრებად. მოათავსეთ ქვაბში წყალთან, შაქართან და დარიჩინთან ერთად. ქვაბს დააფარეთ თავსახური და დადგით საშუალო ტემპერატურაზე 15-20 წუთით, სანამ ვაშლები არ დარბილდება.


მეორე ეტაპი:
ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ. შემდეგ ჩანგლის გამოყენებით ჩაჭყლიტეთ მასში მოთავსებული ვაშლები და მოურიეთ.


ენერგეტიკული ღირებულება:
121 კ.კალ.
0.2 გ.ცხიმი
0.4 გ.პროტეინი(ცილა)

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 622 | დაამატა: noza | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
დაამატე კომენტარი
სახელი *:
Email:
ხელმოწერა:1
კოდი *: