MENU
მთავარი » 2014 » აგვისტო » 2 » ჟელატინი მალინით
4:45 AM
ჟელატინი მალინით

რეცეპტის ინგრედიენტები:
2 ს.კ ჟელატინი
1 ჩ.ჭ. წყალი
3 ს.კ. შაქარი
4 ს.კ. შაქრის პუდრა
7 ს.კ. არაჟანი
4 ს.კ. კარაქი
100 გრ. ორცხობილა
16 ც.მალინა
0,5 ჩ.ჭ. ხილის წვენი


მომზადების წესი:
1. 2 ს.კ. ჟელატინს დაასხით 3 ს.კ.წყალი. გააჩერეთ 2 საათით. გაყავით 3 ნაწილად.


2. მოამზადეთ 1-ლი ფენა: დამბალი ჟელატინის 2/3 ნაწილს დაუმატეთ 1 ჩ.ჭ. წყალი, 2ს.კ. არაჟანი და წამოადუღეთ. გაყავით 2 ნაწილად და დაასხით სველ ჩაის ფინჯანში. დაელოდეთ გაცივებას და გადმოაპირქვავეთ თეფშებზე სწორი ზედაპირით ზემოთ.


3. მოამზადეთ მე-2 ფენა: 4 ს.კ. შაქრის პუდრას დაუმატეთ, 2 ს.კ. არაჟანი, 4 ს.კ. კარაქი და ათქვიფეთ მიქსერით. დაუმატეთ დატეხილი ორცხობილა. წაუსვით 1-ელ ფენას, ზემოდან დაადეთ მე-3 ფენა.


4. მე-3 ფენის მოსამზადებლად დამბალი ჟელატინის დარჩენილ 1/3 ნაწილს დაასხით 0.5 ჭ. ვაშლატამას წვენი, ჩაუმატეთ 1 ს.კ. შაქარი და წამოადუღეთ. გაყავით 2 ნაწილად და ჩაასხით იგივე ფორმის სველ ფინჯნებში. ცოტა შეგრილდეს და ჩაალაგეთ გარეცხილი მშრალი მალინის მარცვლები.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 559 | დაამატა: noza | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
დაამატე კომენტარი
სახელი *:
Email:
ხელმოწერა:1
კოდი *: